ყვითელი ამბები

„ნაგავი გავიტანეთ“ – ნახეთ როგორ ცხოვრობენ ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მილიონერი ქმარი

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ. წყვილი ბევრს მოგზაურობდა, თუმცა ახლა კორონავირუსის გამო სახლში რჩებიან და ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ.
Sputnik

მოდელი და მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მოდელის დაბადების დღეზე „ზარაფხანის“ მფლობელმა ნიკა ნაყოფიამ შეყვარებულს ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

ეს ნიკასთვის მეორე ქორწინებაა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა წარუმატებელი აღმოჩნდა. მან წლების წინ ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი მალე და­შორ­დნენ. ხათუნა სხირტლაძე მეორედ დაოჯახდა, ნიკოლოზ ნაყოფიამ კი „ზარაფხანის“ ბიზნესის განვითარება დაიწყო და საქმეს წარმატებით შეუდგა.

ახლადშექმნილი წყვილი ერთამენთს დიდ დროს უთმობს. ნანუკას სოციალური ქსელითა და ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია სწრაფად განვითარდა. წყვილი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ გოგიჩაიშვილების ქალიშვილი საქორწილო კაბის ამორჩევას ვერ ახერხებს. როგორც თავად წერს, მისი შესაფერისი სამოსი ჯერ ვერ იპოვა და არ არსებობს საქორწილო კაბა, რომელიც მას ოდესმე მოსწონებია.

სანამ კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიოს საზღვრები ჩაიკეტებოდა, ნანუკა და ნიკოლოზი ძვირადღირებულ კურორტებს იპყრობდნენ. ახლა კი წყვილი სახლში ატარებს მთელ დროს და ხან კერძების კეთებით, ხანდახან კი ნაგვის გადაყრითაც ირთობს თურმე თავს. ცოტა ხნის წინ ნანუკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ლიფტიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბედნიერად ამცნო საზოგადოებას, რომ მათ ნაგავი გადაყარეს.