ყვითელი ამბები

მაია ასათიანის მამინაცვალი და დედა იზოლაციის პირობებში- ჟურნალისტი მათ ქუჩიდან ეკონტაქტება

მაია ასათიანმა ემოციური ფოტო გამოაქვეყნა. რამდენიმე თვეა მამინაცვალსა და დედასთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. აივანზე მდგომ მშობლებს ტელეწამყვანი გარედან ესაუბრება. როგორ გამოიყურებიან თვითიზოლაციის პირობებში მაიას მშობლები?
Sputnik

რამდენიმე თვეა პოპულარული ჟურნალისტი მშობლებს და დებს  ვეღარ სტუმრობს, არც ისინი სტუმრობენ ჟურნალისტს. აღმოჩნდა, რომ მაია ასათიანის დედა კორონავირუსის გავრცელების გამო რისკ-ჯგუფში მოხვდა და თვითიზოლაციას მიმართა. „მე და დედა დისტანციურად ვურთიერთობთ, დედა რისკ-ჯგუფშია და სახლშია ჩაკეტილი. ასე იცავს წესებს“, – ამბობდა გავრცელებულ ვიდეოში წარმატებული ტელესახე. მაიას დედამ ნინო კალანდარიშვილმა შვილს პოლიეთილენის პარკით ხელთათმანები ფანჯრიდან მიაწოდა. მაიამ სიცილით აღნიშნა, რომ ბავშვობა გაახსენდა და დედას დროებით ასე ხვდება. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელსაც თავად ტელეწამყვანი Instagram- ზე აქვეყნებს, მისი მშობლები აივანზე დგანან და ქუჩაში მყოფ მაიას დისტანციურად ესაუბრებიან. მაია ასათიანის  მამინაცვალი და დედა  შეუდარებლად გამოიყურებიან. ემოციურ ფოტოს წარწერა „თვითიზოლაცია“ ახლავს.

მაია ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული გახდა. ის ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარეა. ნინო კალანდარიშვილი მშვიდობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით პროექტებზე აქტიურად მუშაობს.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ, მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.