COVID-19 - ბოლო ცნობები

ცნობილი ქართველი გინეკოლოგი პოლიციას მშობიარეთა ესკორტირებისთვის მადლობას უხდის

კომენდანტის საათის დროს საპატრულო პოლიციას თავისი პირდაპირი მოვალეობების გარდა ბევრი კეთილი საქმის გაკეთება უწევს. მაგალითად, კლინიკაში მშობიარეს ესკორტირება
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ცნობილი ქართველი მეან-გინეკოლოგი, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სამშობიარო სახლის მფლობელი დავით გაგუა მადლობას უხდის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს მშობიარე ქალებს კლინიკამდე ესკორტირებას უწევენ.

კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა  

„მშობიარობა უფრო მეტად ღამის საათებშია. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებიც ორსულებს სამშობიარომდე მიაცილებენ და როცა დააბინავებენ, უკან ბრუნდებიან. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ სამართალდამცველს სამშობიაროში მომსვლელი ორსული კომენდანტის საათის დროს შეეჩერებინოს ან გზაში დაბრკოლება შეექმნათ“, – აღნიშნა გაგუამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 31 მარტიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 208 ადამიანს, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ინფიცირებულებს შორის არიან ორსულებიც, თუმცა, ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.