COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ით სიკვდილიანობის დონე მაღალია იქ, სადაც ჰაერში ეს ნაწილაკებია: ჰარვარდის კვლევა

ჰარვარდელი მეცნიერების თქმით, ასეთი ნაწილაკების რაოდენობა ერთ კუბურ მეტრ ჰაერში სულ ერთი მიკროგრამით ნაკლები რომ ყოფილიყო, მანჰეტენზე 248 ადამიანით ნაკლები გარდაიცვლებოდა COVID–19–ით.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსული ინფექციით, COVID-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია იმ რეგონებში, სადაც ჰაერი წვრილად დისპერსიული მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული, აცხადებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სწავლულები, რომელთა კვლევაც ჟურნალ New England Journal of Medicine–შია გამოქვეყნებული. 

ნაპოვნია COVID-19-ის ახალი „აქილევსის ქუსლი“: მსოფლიოს უდიდესი ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს

როგორც ირკვევა, სწავლულებმა გააანალიზეს ჰაერის დაბინძურების შესახებ არსებული 2000–2016 წლების მონაცემები აშშ–ის 3 000–ზე მეტი ოლქიდან და ყურადღება მიაქციეს 2,5 მკმ დიამეტრის წვრილად დისპერსიულ მყარ ნაწილაკებს, რომლებიც მტვრისა და კვამლის ნაწილაკებზე ბევრად მცირეა ზომით.

მეცნიერების თქმით, ზომის სიმცირე კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ამ ნაწილაკებს, ვინაიდან ისინი ბევრად ღრმად აღწევენ ფილტვების ქსოვილში.

შექმნილია ხელოვნური ვირუსი, რომელიც კორონავირუსულ ინფექციებს ბლოკავს>>

მკვლევარებმა შეადარეს დაბინძურების დონე და COVID-19–ით დაღუპულთა შესახებ არსებული მონაცემები და გაარკვიეს, რომ რეგიონებში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც ნაკლებია.

მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ბინძური ჰაერი იწვევს ფილტვების, გულის, თირკმელების დაავადებებს, რაც COVID-19–ის უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობას უწყობს ხელს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჰაერის ერთ კუბურ მეტრში წვრილად დისპერსიული ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა სულ რაღაც ერთი  მიკროგრამით, COVID-19–ით სიკვდილიანობას 15%-ით ზრდის“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ფრანჩესკა  დომინიჩი.

მისი თქმით, მანჰეტენზე რომ ასეთი ნაწილაკების რაოდენობა ერთ კუბურ მეტრ ჰაერში სულ ერთი მიკროგრამით ნაკლები ყოფილიყო, 248 ადამიანით ნაკლები გარდაიცვლებოდა COVID–19–ით.

ჰარვარდელი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მონაცემები კიდევ უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ მათ ხელთ ექნებოდათ  გარდაცვლილების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი ჩვევებისა და ქრონიკული დაავადების შესახებ ინფორმაცია.