თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ბრალდების ცნობით, 2019 წლის 27 ივნისს ბრალდებულმა თბილისში ხუთი და შვიდი წლის გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედებები განახორციელა. სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს.
სასამართლო მოსმენები, რომელსაც არასრულწლოვნები ესწრებოდნენ, ფსიქოლოგის მონაწილეობით გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.