თბილისში სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა – ნანგრევებში სამი მუშა მოყვა

დაშავებულებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ადგილზე გაუწია, ისინი ამ დროისთვის კლინიკებში არიან გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟისას კედელი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტის დემონტაჟისას სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში სამი მუშა მოიყოლა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ადგილზე გაუწია. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკებში არიან გადაყვანილი.