სალომე ღვინიაშვილის სოციალური ქსელი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფოტოებითაა სავსე. მისი ვირტუალური სივრცე ერთი განსაკუთრებული მიკრობლოგია, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 175-მდე მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სალომეს რთული და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში გათხოვდა მამაკაცზე, რომელიც არ უყვარდა. სუპერ-მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი შეეძინა. მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა. სალომე ღვინიაშვილმა განვლილ ცხოვრებაზე ერ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
„17 წლის ვიყავი, როდესაც დათუნა დაიბადა, ერთი წლით პატარა, ვიდრე დღეს თვითონაა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ყველაზე კარგად ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს. გილოცავ, დე!“ – წერს ტელეწამყვანი საკუთარ მიკრობლოგში. სალომე ღვინიაშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა, როდესაც მას ფაქტობრივად არავინ იცნობდა. მისი კარიერა სარეკლამო რგოლების გადაღებით დაიწყო და დღემდე აქტიურად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მოდელმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, სამოდელო კარიერითა და დიზაინერობით დაინტერესდა. მისი მეორე მეუღლე ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილია. მათ საერთო ორი ქალიშვილი ჰყავთ – ტასო და ნიტა. ძმასთან დათუნა აბულაძესთან შედარებით, გოგონები ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდებიან.
ზღაპრული ცხოვრება არანაკლებ ზღაპრულ სახლში გრძელდება. სალომე ღვინიაშვილის ბინის აივნის დიზაინი შთამბეჭდავად გამოიყურება. ტელეწამყვანმა საკუთარ გვერდზე უახლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი გემოვნება კარგად ჩანს. კორონავირუსის გამო ახლა ფრაზა „დარჩი სახლში“ ყველაზე აქტუალურია. ამ კამპანიის ფარგლებში ცნობილი ქართველები საკუთარი სახლებიდან ხშირად აქვეყნებენ სხვადასხვა სახალისო და საინტერესო ფოტო-ვიდეოს.
სალომე სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე და დიდი ინტერესი დაიმსახურა. ხუჭუჭა თმამ, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და კაშკაშა თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან. სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სამყაროს – არა. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე აღარ დგას, ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ შექმნა. ბრენდი ახალი დაარსებულია, მაგრამ ქართველ მოდის მოყვარულებს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.