მსოფლიო დღეს

პრეზიდენტის ბრძანებულება აგრესიულია – „როსკოსმოსი“ ტრამპის დოკუმენტს აფასებს

საველიევის თქმით, ისტორიაში უკვე არსებობს მაგალითები, როცა ერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ტერიტორიები ხელში ჩაეგდო საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, და „ყველას ახსოვს, აქედან რა გამოვიდა“.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აშშ-ის მიერ კოსმოსური რესურსების მოპოვების უფლების საკუთარი თავისთვის მინიჭება ზიანს აყენებს საერთაშორისო თანამშრომლობას, განაცხადა „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ სერგეი საველიევმა. 

მთვარე ამერიკისაა: დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებულება გამოსცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების უფლებას ანიჭებს, და ასევე განკარგულება გასცა, განიხილონ შესაბამისი ხელშეკრულება სხვა ქვეყნებთან ექვსი თვის ვადაში.

„კოსმოსური სივრცის ექსპროპრიაციის მცდელობა და სხვა პლანეტების ტერიტორიების ფაქტობრივი ხელში ჩაგდების აგრესიული გეგმები ძნელად თუ განაწყობენ ქვეყნებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, — ციტირებს РИА Новости საველიევის მოსაზრებას.

მისი თქმით, ისტორიაში უკვე არსებობს მაგალითები, როცა ერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ტერიტორიები ხელში ჩაეგდო საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, და „ყველას ახსოვს, აქედან რა გამოვიდა“.