COVID-19 - ბოლო ცნობები

სულის შემძვრელი ფოტო – ექიმებმა გაიგეს, რომ მათი კოლეგა კორონავირუსით გარდაიცვალა

სამშობიაროში თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ნახეთ ფოტო, რომელიც ტრაგედიას ასახავს. ის გულგრილს არავის ტოვებს
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სოციალურ ქსელში სევდიანი ფოტო ვირუსულად გავრცელდა, რომელიც ბრიტანელ ექიმს რეიჩელ მერჩანტს ეკუთვნის. მასზე გამოსახულია საავადმყოფოს დერეფანი, სადაც თავჩახრილი ექიმები და ექთნები დგანან.

„ასე გამოიყურება ჩვენი სამშობიარო განყოფილება პარასკევს“, – წერს ექიმი რეიჩელი.

სანამ ამ ფოტოს გადაიღებდნენ, რამდენიმე წუთით ადრე ექთნებს უთხრეს, რომ მათი კოლეგა, 54 წლის ლინსი კოვენტრი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც კოვენტრის სიმპტომები გამოაჩნდა, ის კარანტინზე იყო გადაყვანილი და მას შემდეგ კოლეგებს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდათ.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 52 260 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიოს მასშტაბით კი ვირუსი 1 327 977 ადამიანს დაუდგინდა.