ყვითელი ამბები

„პრინცესას რატომ არ გვანახებთ?“ – ნოეს და ჯანეტს თაყვანისმცემლები გაუბრაზდნენ

ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვიეს. ნახეთ, რა გახდა ამის მიზეზი.
Sputnik

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ერთად და ცალ-ცალკეც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

პროდიუსერმა და მისმა შეუდარებელმა მეუღლემ პატარა ანას ორი თვის შესრულება უახლესი სურათების გაზიარებით აღნიშნეს. მათი ფოტოს აღწერებში დომინირებს ჰეშთეგები – „ბედნიერი 2 თვე ანა სულაბერიძესთან ერთად“; „სიყვარული არის პასუხი“; „უპირველესად ოჯახი“; „დარჩი სახლში“. აღნიშნულ სურათებზე თვალს მოჰკრავთ თაყვანისმცემლების უკმაყოფილო კომენტარებსაც. უმეტესობა ინტერესდება, თუ რატომ არ აჩენს ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი ახალშობილის სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ.