COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საბჭო ონლაინ–რეჟიმში გადავიდა

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ონლაინ–სხდომების ფორმატზე გადავიდა.

დღეიდან საბჭო ვიდეოკონფერენციის რეჟიმში იმუშავებს. 

თურნავა: ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა შესაბამისი უწყება, ასევე პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სხდომის შემდეგ ტრადიციულად გაიმართება საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგი.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.