დოკუმენტის თანახმად, რესურსების კომერციული ათვისება ნებადართული იქნება მთვარეზე, მარსსა და სხვა ციურ სხეულებზე. როსკოსმოსში ტრამპის გადაწყვეტილებას სხვა პლანეტების დაპყრობის აგრესიული მცდელობა უწოდეს. ტრამპი კრემლშიც გააკრიტიკეს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კოსმოსის პრივატიზაციის მცდელობები მიუღებელია.