მარტში საქართველოში ხეტყის უკანონო ჭრის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს

მარტში ასევე გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი, რამაც 13 დაურეგისტრირებელი სახერხის დახურვა გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1–31 მარტის პერიოდში ხეტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 232 შემთხვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხეტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში – 118 ფაქტი, შემდეგ მოდიან იმერეთი – 34 და აჭარა – 20.

ტყეს უკანონო გაჩეხვისგან „საქმიანი ეზოები" დაიცავს

სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 კუბურ მეტრამდე ხეტყე.

მარტში ასევე გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი, რამაც 13 არალიცენზირებული სახერხის დახურვა გამოიწვია.

მასალები დარღვევების შესახებ შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სააგენტოს გადაეგზავნა.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.