თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

იური აკოფოვის ფოტოები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი კინემატოგრაფიული სილამაზითა და დახვეწილობით.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. თბილისელმა ფოტოგრაფმა იური აკოფოვმა ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაციის (Federation of European Professional Photographers) კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და „ვერცხლის კამერის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ფოტოხელოვანმა აცნობა.

ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაცია ფოტოგრაფებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული არაკომერციული ორგანიზაციაა. ის 1992 წელს დაარსდა და ამჟამად ურთიერთობს ფოტოგრაფებთან მთელ მსოფლიოში.

FEP-ს შემადგენლობაში შედიან ისეთი ქვეყნების ეროვნული პროფესიული ასოციაციები, როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვ.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

FEP ყოველწლიურად ატარებს კონკურსს „ევროპის წლის ფოტოგრაფი" და „მსოფლიოს ჩემპიონატი ფოტოგრაფიაში". თბილისელი ფოტოგრაფი იბრძოდა საპრიზო ადგილისთვის სამეულში: „ოქროს კამერა" (პირველი ადგილი), „ვერცხლის კამერა" (მეორე) და „ბრინჯაოს კამერა" (მესამე).

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

დაჯილდოების ცერემონია რომში 22 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებები გადაიდო. ამასთან დაკავშირებით დაჯილდოების ონლაინ–ტრანსლაციის ჩატარება გადაწყდა.

„მოვხვდი ფინალში, ტოპ–ათეულში საქორწინო კატეგორიაში, შემდეგ გავედი საუკეთესო სამეულში და მივიღე მეორე ადგილი – „ვერცხლის კამერა“, – განაცხადა აკოფოვმა.

კონკურსის ფინალისტები ათ კატეგორიაში შეარჩიეს: კომერცია, დრონი, მოდა, არტ-ილუსტრაცია, ლანდშაფტი, პორტრეტი, ფოტოჟურნალისტიკა, სპორტი, ქორწილი და ბუნება. აკოფოვთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის ათი წარმომადგენელი იბრძოდა.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

აკოფოვი საქორწინო, პორტრეტის, ფეშენისა და კომერციული ფოტოგადაღების ოსტატია. არის ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი და ამერიკული ფოტოგრაფიული საზოგადოების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

„ევროპის წლის ფოტოგრაფის" კონკურსში ის მონაწილეობას 2017 წლიდან იღებს. მას მოპოვებული აქვს გამარჯვება კატეგორიაში „საქორწინო გადაღება" და მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო „ოქროს კამერა".