COVID-19 - ბოლო ცნობები

სეზონი ახლოვდება: გადააქვთ თუ არა კოღოებს COVID-19 – მეცნიერები განმარტავენ

ამერიკელი ენტომოლოგი განმარტავს, რომ პათოგენების გადამტანი კოღოების ნაკბენით მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება და ასობით მილიონი ადამიანი მძიმედ ავადდება.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. არ არსებობს არც ერთი მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევა, რომ კოღოს ნაკბენით შეიძლება ადამიანი ვირუსი SARS-CoV-2-ით დაინფიცირდეს და COVID-19 დაემართოს, აცხადებს ამერიკელი ენტომოლოგი ჯონათან ლარსონი. 

​აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩინელმა მეცნიერებმა ასევე გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც, არც კოღოები და არც ბუზები კორონავირუსის ინფექციის გამავრცელებლები არ არიან. 

ლარსონი განმარტავს, რომ პათოგენების გადამტანი კოღოების ნაკბენით მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება და ასობით მილიონი ადამიანი მძიმედ ავადდება, მაგრამ მსოფლიოს მეცნიერებს ამ დრომდე არ აქვთ არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ კოღომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ინფიცირებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე გადაიტანა.

სწავლული ხაზგაზსმით აღნიშნავს, რომ კოღოს ნაკბენით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს არაერთი სხვა ისეთი ვირუსით, როგორებიცაა დენგე, ყვითელი ცხელება, ზიკა და სხვ. და ასევე გაავრცელოს მალარია. მაგრამ არსებობს ვირუსები, რომლებიც ამ მწერებს არ გადააქვთ, მაგალითად, ებოლა და აიდ-ინფექცია. აღსანიშნავია, რომ აიდ-ინფექციით თვითონ კოღოები არ ავადდებიან.

სახიფათოა თუ არა COVID-19 შინაური ცხოველებისთვის: ვეტერინარიის პროფესორი განმარტავს>>

ჯონსონის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოღო COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით თვითონ დაინფიცირდება, მეცნიერები ფაქტების გარეშე ვერ ისაუბრებენ იმის შესახებ, რომ მას ადამიანის ინფიცირება შეუძლია.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 183 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 274 956 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 69 487 და განკურნებულია 260 604 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 337 637 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (131 646), მესამეზე — იტალია (128 948). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 59-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.