COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება

საქართველოს მთავრობა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კორონავირუსით დაავადების რისკი უფრო მაღალია, ახალი ინიციატივით გამოდის.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, მიმდინარეობის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ პნევმოკოკის აცრა სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში შევიდეს.

ტიკარაძის თქმით, სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომელია საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი ძირითადი დაავადებები და აღმოჩნდა, რომ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად განვითარებულია პნევმონიები.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.