თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთი მილიონ დოლარამდე თანხას გამოყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისტვის გადასაცემად COVID-19–თან ბრძოლის მიზნით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ქვეყნის პრემიერ მიხაილ მიშუსტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ ეს ნებაყოფლობითი მიზნობრივი შენატანია.
ჯონ ჰოპკინსისი უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში სულ 1 289 380 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 70 590 და განიკურნა 270 372 კაცი.