COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე:  საქართველოში 700–ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატია

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატების საკმაო მარაგია.
Sputnik

თბილისი,  6 აპრილი – Sputnik.  საქართველოში 700–ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატია, ექიმებს მათი გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ რვა პაციენტის შემთხვევაში მოუწიათ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება

ტიკარძის სიტყვებით, ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატების საკმაო მარაგია.

 „188 პაციენტიდან 81 ადამიანზე იყო დაფიქსირებული ორმხრივი პნევმონია, რომელთაგან მხოლოდ რვა პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ექვსი პაციენტი, რომელთაც კვლავ სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, სამი არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი ბათუმში, ერთი გორში, ერთი ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

6 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.