იმნაძე: დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მორწმუნეებს მიმართავს.
Sputnik
იმნაძე: დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით
„მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს – დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსებისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, იმ რეკომენდაციების ეფექტი, რასაც ისინი დღეს გასცემენ, ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება. ამიტომ ყველას მოუწოდებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ეს რეკომენდაციები.