საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სომხეთში გაემგზავრა, კორონავირუსი აღმოაჩნდა

მამაკაცი მძღოლია და 31 მარტს გაემგზავრა სატვირთოთი სომხეთში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში მოხდა დაინფიცირება
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnk. საქართველოს მოქალაქეს, რომელის 31 მარტს გორის რაიონიდან სომხეთში გაემგზავრა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ტიკარაძე: უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა

როგორც გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრმა 53 წლის მამაკაცმა საქართველო 31 მარტს დატოვა. ინფიცირებული მძღოლია და მას ტრაილერით ტვირთი გადაჰქონდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში მოხდა დაინფიცირება.

მამაკაცი სომხეთში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ამჟამად ეპიდემიოლოგები არკვევენ, ქვეყნის დატოვებამდე ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს.