რატომ დატოვეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა და პირველმა მოადგილემ თანამდებობები

საკრებულოს სხდომა ორშაბათს გაიმართება და სავარაუდოდ მაშინ გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, განცხადება თანამდებობებიდან წასვლის შესახებ მათ უკვე დაწერეს. ონის მერისა და მისი პირველი მოადგილის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ განაცხადა, საკრებულოს სხდომა ორშაბათს გაიმართება და სავარაუდოდ მაშინ გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.