COVID-19 - ბოლო ცნობები

რატომ არის სახიფათო კარანტინი ხანდაზმული ადამიანებისთვის

სპეციალისტის განმარტებით, იზოლაციაში მყოფმა ხანდაზმულმა ადამიანებმა სახლში მეტი უნდა იმოძრაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მწოლიარე ავადმყოფებად იქცნენ
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული იზოლაციის გამო ვერ მოძრაობენ, მწოლიარე ავადმყოფებად შეიძლება იქცნენ, ხოლო გადამეტებულმა კვებამ და სტრესმა ქრონიკული დაავადებების გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს“, - მიიჩნევს ექიმი ისრაელიდან ლეონიდ ეიდელმანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხანგრძლივი ქრონიკული სტრესი, უმოძრაობა, გადამეტებული კვება, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა არც ისე გამწვავებული შემთხვევების გამო, პოლიკლინიკებში წასვლისგან თავს შეიკავებენ. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გულის დაავადებების მქონე პირებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდათ, დროულად ვერ მივიდნენ საავადმყოფოში და ამის გამო სავალალო შედეგი დაუდგათ“, - განუცხადა РИА Новости-ს ეიდელმანმა.

ეპიდემიამ ხალხს აჩვენა, რომ მთავარი ეკოლოგიურად სუფთა საკვებია, ანუ ზოგი ჭირი მარგებელია

„ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც დღეს იზოლაციაში არიან და ცოტას მოძრაობენ, შეიძლება იქცნენ მჯდომარე ან მწოლიარე ავადმყოფებადაც, რომლებიც თავის ფიზიკურ აქტივობას იზოლაციის შემდეგ ვერ აღიდგენენ“, - აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, ხანდაზმული ადამიანების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა მათგან ფიზიკური დისტანცირება, მაგრამ სოციალური კონტაქტების შენარჩუნება.

„ძალიან წინააღმდეგი ვარ ტერმინის „სოციალური დისტანცირება“. მიმაჩნია, რომ დისტანცირება საჭიროა ფიზიკურად და არა სოციალურად. ხანდაზმულ ადამიანებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ კონტაქტების შენარჩუნება. ადამიანებმა, რომლებიც აკითხავენ ხანდაზმულებს, უნდა დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადეები, რათა არ დააინფიცირონ ისინი, მაგრამ ხანდაზმული ადამიანების იზოლირება სოციალური კონტაქტებისგან მკვეთრად გააუარესებს მათ მდგომარეობას, როგორც ფსიქოლოგიურს, ისე ფიზიკურს“, - აცხადებს ეიდელმანი.

„უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება“: ჯანმოს წარმომადგენელმა პირბადეების შესახებ სიმართლე გაამხილა >>

ექიმმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მეტი მოძრაობა, რამდენადაც ამის საშუალებას სივრცე იძლევა, ხოლო სტრესთან საბრძოლველად „მოძებნეთ ჰობი, რაიმე გასართობი და შეიგნეთ, რომ ეს დაავადება უმეტეს შემთხვევაში სასიკვდილო არ არის“.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 1 202 715-ს შეადგენს, გარდაცვლილია 64 734 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 246 648 პაციენტი.