ე.წ. მატროსოვის ციხე დაცალეს - მსჯავრდებულები რუსთავში გადაიყვანეს

მსჯავრდებულები ე.წ. მატროსოვის ციხიდან რუსთავში, N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. თბილისის N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

გავრცელებული ინფორმაციით, ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება გადავიდა რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში.

„კორპუსს ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, -ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეუერთდება.