ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ 3 პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს

მკლავჭიდელი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ათობით ადამიანთან იყო კონტაქტში
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს სამი ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტი ჰქონდათ.

სამივე პირი ანაკლიის საკარანტინე ზონიდან არის გადაყვანილი. პაციენტებს ცხელება და ხველა აღენიშნებათ. სამივე საშუალო ასაკის მამაკაცია.

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეისათვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსებში ხუთი პაციენტია, აქედან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პირველი არხის ინფორმაციით, 35 წლის მკლავჭიდელი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, 25-27 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ათობით ადამიანთან იყო კონტაქტში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა უკვე გამოავლინეს 54 ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ. ყველა ანაკლიის საკარნტინე ზონაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება.

ცნობილია, რომ სპორტსმენი იმყოფებოდა წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში. ამჟამად ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 5 აპრილისთვის >>

5 აპრილისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა.