თბილისი, 5 აპრილი – Sputnk. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
აქედან 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 21-ს - საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენების - სტაბილურია.
აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 584-ს, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანში დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კლინიკებში მკურნალობას 547 პაციენტი აგრძელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადეს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 218 126 შემთხვევაა, გარდაიცვალა 65 841 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 253 821 პაციენტი.