თვითიზოლაციაში გადაღებული ფოტოები თბილისის გალერეაში გამოიფინება

ხელოვნება ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს რთულ პერიოდებთან გამკლავებაში და კორონავირუსის პანდემია გამონაკლისი არაა, მიიჩნევენ ორგანიზატორები
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. თბილისის გალერეა Untitled Gallery Tbilisi აცხადებს ფოტონამუშევრების მიღებას, რომლებიც კარანტინში ცხოვრებას ეძღვნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისური შუქჩრდილები: დედაქალაქში შავ-თეთრი გამოფენა გაიხსნება >>

ყველა მსურველს შეუძლია აღბეჭდოს თავისი თვითიზოლაციის სივრცე და მიიღოს მონაწილეობა გამოფენაში.

თბილისი მხატვარ ემა ლალაევა–ედიბერიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

„ჩვენ ყველანი ვართ ჩაკეტილები სახლებში უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე. ასეთი გლობალური იზოლაციისა და კრიზისის დროს ხელოვნებას, დიზაინს და პერფორმანსებს შესწევს დიდი ძალა იმისათვის, რომ  ადამიანები გააერთიანოს და ამ რთულ პერიოდიდან გამოსავალი იპოვოს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიღონ თავისი „ჩაკეტილი სივრცის“ ფოტო  და გრძნობები საზოგადოებას გაუზიარონ.

„რას გრძნობთ, რა არის თქვენი ფობია, რას აღმოაჩენთ თვითიზოლაციის დროს ... თქვენი ხედვა და თქვენი შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანია დღეს, ვიდრე ოდესმე, გადადგით ნაბიჯი წინ კიდევ ერთხელ და იპოვეთ ახალი სივრცე საკუთარ სახლში!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტონამუშევრები 21 აპრილამდე უნდა გაიგზავნოს. ორგანიზატორები გამოაქვეყნებენ ნამუშევრებს გალერეის გვერდზე, ხოლო როდესაც კორონავირუსის გამო ყოველგვარი შეზღუდვები მოიხსნება - გალერეაში გამოფენა გაიმართება.