საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28, კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება პირველი არხი.

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ამგვარად, 4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28, კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია. გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.