ყვითელი ამბები

ნახეთ რაში ეჯიბრებიან ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთმანეთს - ფოტოები

ცნობილი მოდელი უფრო მეტად ცნობილი ნოე სულაბერიძესთან დაქორწინების შემდეგ გახდა. პროდიუსერის მესამე ცოლი დიდ ინტერესს იწვევს
Sputnik

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჟანეტ ქერდიყოშვილიმა ერთდროულად გადაწყვიტეს მათი ბავშვობის ფოტოების გასაჯაროება და ისინი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსეს. როგორც ჩანს, წყვილი ერთმანეთს ეჯიბრება, საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რომელი უფრო ლამაზი ბავშვი იყო.

ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილს პატარა გოგონა იანვარში შეეძინა. „მის საქართველომ“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნიჭიერმა და საინტერესო პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა.

საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა. ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს. ჯანეტის ფეხმძიმობა დიდი განხილვის საგანი გახდა. მომხმარებლები კამათობდნენ – გოგო ეყოლებოდა თუ ბიჭი ვარსკვლავურ წყვილს. „პრაიმ შოუში“ წყვილმა ერთად გაიგო, ვის ელოდებოდნენ ისინი.