COVID-19 - ბოლო ცნობები

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს მიმართავს

კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში ახალი შეზღუდვები დაწესდა - მთელ რიგ ქალაქში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, იუწყება პირველი არხი დიპლომატიურ უწყებაზე დაყრდნობით.

თბილისში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქუჩების მორეცხვა და დამუშავება დაიწყეს

ინფორმაციაში იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც 15 დღით აიკრძალა ავტომობილების შესვლა და გამოსვლა.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით დაავადებულია 20 921 ადამიანი, გარდაცვლილია 425, ხოლო გამოჯანმრთელდა 484 პაციენტი.