თელავში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით,  მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ამოტრიალდა,  აალდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის  მონაკვეთზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ამოტრიალდა,  აალდა და დაიწვა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა, მან ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიციისა  და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

ფატზე დაწყებულია გამოძიება.