COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსისგან სამი ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებებისგან სომხეთში ამ დროისთვის შვიდი ადამიანია გარდაცვლილი.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სომხეთში, ინფექციურ საავადმყოფო „ნორკში“ 76 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის ალინა ნიკოგოსიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქართველი მძღოლი კორონავირუსის დიაგნოზით სომხეთის კლინიკაში გადაიყვანეს

ქალს აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისიგმატური პნევმონია, თანმდევი ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ეს გასულ დღეს გარდაცვალების უკვე მესამე შემთხვევა იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 78 წლის ქალისა და 68 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე.

პირველი ლეტალური შედეგი სომხეთში 26 მარტს დაფიქსირდა. მაშინ ინფექციისგან 72 წლის ქალი გარდაიცვალა. 3 აპრილის დილისთვის გარდაცვლილთა რაოდენობაა შვიდი. ყველა მათგანს, კორონავირუსის გარდა, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსით დაავადებულია 663 ადამიანი. ქვეყანაში ამოქმედებულია საგანგებო მდგომარეობა.