COVID-19 - ბოლო ცნობები

„სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ...“ – ქართველი ემიგრანტის სულის შემძვრელი პოსტი

იტალიაში მყოფი ემიგრანტი ქალი სულის შემძვრელ ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ, რას წერს სოციალურ ქსელში მილანში მცხოვრები ემიგრანტი.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუნუ რობაქიძე სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ ინფორმაციას აქვეყნებს.

აღმოჩნდა, რომ მილანში, ერთ-ერთ სახლში, სადაც ის მოხუც ქალბატონს უვლიდა, სამი დღეა მიცვალებულთან ერთად უწევს ყოფნა, რადგან არ იციან ქალი რით გარდაიცვალა და არც არავინ მიდის მათთან კორონავირუსის შიშით. მას კი ისღა დარჩენია, რომ ერთადერთი, ღმერთის იმედი ჰქონდეს.

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი დედების ემოციური ლოცვა – ვიდეო

კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 115 242-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 13 915 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით იტალია მესამე ადგილზეა აშშ-ის და ესპანეთის შემდეგ.

Time-ის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 20 თებერვალს დადასტურდა, როდესაც 38 წლის კაცმა საკუთარი ინიციატივით ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთ კლინიკას მიმართა და გამოკვლევის შედეგად ვირუსი დაუდასტურდა.

რუსეთი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება – ვიდეო

იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვირუსი იტალიაში პირველი შემთხვევის დადასტურებამდე კარგა ხნით ადრე ტრიალებდა.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 1 038 819 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 55 149 გარდაიცვალა.