ოზურგეთში საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. წაღებულია თანხა შესაწირი ყუთებიდან, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.