თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ინტერნეტში სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი გასართობი — დანართი Gradient–ი, რომელიც ფოტოს მიხედვით განსაზღვრავს ადამიანის ეროვნებას.
ფილტრი სახის პროპორციებს აანალიზებს და ამის საფუძველზე იძლევა პასუხს.
თუ გაინტერესებთ, რომელი ეროვნების რამდენი პროცენტია თქვენში, უნდა გადმოიწეროთ დანართი და შემდეგ მასზე თქვენი ფოტო ატვირთოთ. შედეგები ფოტო–ბარათის სახით მოგეცემათ, რომელზეც ამოიკითხავთ, რამდენი პროცენტით ხართ ქართველი, იტალიელი, ფრანგი თუ ვთქვათ, ერაყელი.
თუმცა, როგორც ირკვევა, შედეგები ხშირად აბსურდამდეც კი მიდის. ასე მაგალითად, ბარაკ ობამას ფოტოს ანალიზმა აჩვენა, რომ ბერძენია, ხოლო ადოლფ ჰიტლერი — უკრაინელი.
ეს ცდომილებები დანართის პოპულარობას ვერაფერს აკლებს, ვინაიდან მსოფლიო პანდემიის ფონზე შინ გამოკეტილი ადამიანები თავს შესანიშნავად იქცევენ მისით.