COVID-19 - ბოლო ცნობები

გენდერული შეზღუდვა COVID 19-ის გამო: ქალებისა და კაცების ქუჩაში ერთდროულად გასვლა აიკრძალა

მანამდე არსებულმა შეზღუდვებმა კარგი შედეგები კი მოიტანა, მაგრამ არა ისეთი, როგორის იმედიც ჰქონდა მთავრობას, ქვეყნის ლიდერის აზრით, ახალი გენდერული შეზღუდვები „ნამდვილად შეუწყობს ხელს“ COVID–19–თან ბრძოლას.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციის გამო, პერუს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მამაკაცებსა და ქალებს ქუჩაში ერთდროულად გასვლა ეკრძალებათ, იუწყება BBC News–ი. 

როგორ იწყებოდა პანდემია, ანუ კაცობრიობის უშეღავათო ბრძოლა „უხილავ მტერთან“

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებისთვის გარეთ გასვლა ნებადართულია ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით, ხოლო ქალებისთვის — სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს შინიდან გასვლა ყველასთვის აკრძალულია.

პერუს პრეზიდენტ მარტინ ვისკარას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის მანამდე არსებულმა შეზღუდვებმა კარგი შედეგები კი მოიტანა, მაგრამ არა ისეთი, როგორის იმედიც ჰქონდა მთავრობას. ქვეყნის ლიდერის აზრით, ახალი გენდერული შეზღუდვები „ნამდვილად შეუწყობს ხელს“ COVID–19–თან ბრძოლას.

ამ დროისათვის პერუში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 414 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაცვლილია 55 და განკურნებულია 537 ადამიანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 181 ქვეყანაში COVID–19–ით ინფიცირებულია 1 039 166 ადამიანი აქედან გარდაცვლილია 55 092 და განკურნებულია 219 019 პაციენტი.