საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 281 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან ამ დროისთვის 27 ადამიანი განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვია – 5550, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.