ნანა ჩაჩუა: რაც უფრო ვმდიდრდებით, უფრო ვღარიბდებით...

ნანა ჩაჩუა ფსიქოლოგიურად ხსნის პიროვნულ და სახელმწიფო დონეზე არსებულ თავისუფლების არსს, ამბობს, თუ ვის აქვს ყველაზე მეტად მომავლის შიში და ხსნის ამ შიშის საფუძველს.
Sputnik
ნანა ჩაჩუა: რაც უფრო ვმდიდრდებით, უფრო ვღარიბდებით...
„როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთია დეკლარირებული თავისუფლება, მეორე კი ის თავისუფლება, რომელშიც უნდა განვახორციელოთ ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება. ამიტომ დეკლარირებული თავისუფლება თავისუფლებას ვერ მოგანიჭებს. თავისუფლება შეგვიძლია განივიხილოთ როგორც სახელმწიფო, ისე პიროვნულ დონეზე. ვიცით, რომ თავისუფლება უპირველესად ნიშნავს პასუხიმგებლობის აღებას საკუთარ თავზე. სახელმწიფო კი თავისუფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ მას ეკონომიკური საფუძველი აქვს“, – ამბობს ნანა ჩაჩუა სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს: „არსებობს ე.წ. გერმანული „მწვანე ანთოლოგია“, სადაც გერმანელი საინტერესო ავტორები წერენ. მათი მოსაზრებით, „რაც უფრო მდიდრდები, მით უფრო ღარიბდები“. დღეს კაცობრიობა შეპყრობილია შიშით – ეს გაურკვეველი მომავლის, ანუ სიღარიბის შიშია. რადგან ერთის გამდიდარებას ძალიან ბევრის გაღარიბება მოჰყვება ხოლმე“.