COVID-19 - ბოლო ცნობები

საუკეთესოა ფილტვების გასაძლიერებლად: ექიმები ექვს პროდუქტს ასახელებენ

მედიკოსები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებით ახლა, COVID-19-ის პანდემიის ფონზე რამდენიმე ასეთი პროდუქტი აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. გრიპის, გაციების, ახალი კორონავირუსული ინფექციის სეზონზე განსაკუთრებული საფრთხე ფილტვებს ექმნება და ეს ორგანო საშიში ნოზოლოგიების მთავარი სამიზნე ხდება, აცხადებენ მედიკოსები. 

საუკეთესო COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს

მათი თქმით, არსებობს პროდუქტები, რომლებსაც, მათში შემავალი კომპონენტების წყალობით, ფილტვების გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვთ.

მედიკოსები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებით ახლა, COVID-19-ის პანდემიის ფონზე რამდენიმე ასეთი პროდუქტი აუცილებლად შევიტანოთ რაციონში. მათი გამოყენება გააძლიერებს ფილტვებს და ეს ორგანო პათოგენური მიკროორგანიზმების საშიში გამოვლინებების მიმართ მდგრადი გახდება.

CIVUD 19: როგორ უნდა იკვებონ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფები - ექიმის რჩევა>>

ეს პროდუქტებია:

  • თეთრი ჩაი: ჟურნალ Cuerpomente-ს თანახმად, თეთრი ჩაი ანტიოქსიდანტური პოლიფენოლების შთამბეჭდავად მაღალ რაოდენობას შეიცავს. კვლევამ აჩვენა, რომ თეთრი ჩაის ექსტრაქტი კლავს ფილტვის კიბოს უჯრედებს;
  • კივი: იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სასუნთქი სისტემისა და ფილტვების დამაზიანებელ ვირუსებსა და ბაქტერიებს, ორგანიზმისთვის აუცილებელია С ვიტამინი. მისი საუკეთესო წყარო კი კივის ნაყოფია, რომლის 100 გრამიც 93 მგ ვიტამინ С-ს შეიცავს. ამ ხილში შედის Е ვიტამინიც, რომელიც C ვიტამინის მოქმედებას აძლიერებს;
  • ხახვი: ამ პროდუქტში შემავალი კვარცეტინი და გოგირდის ნაერთები ფილტვებისა და სასუნთქი გზების პათოლოგიების დროს მას ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად აქცევს. ნედლ ხახვს საკმაოდ რბილი არომატი აქვს და შესაძლებელია მისი ცოცხალი სახით გამოყენება;
  • ციკორია ანუ ვარდკაჭაჭა: წითელი ვარდკაჭაჭა რადიკიუ მდიდარია ინულინით, რომელიც უჯრედისის ყველაზე სასარგებლო ტიპია ნაწლავის მიკრობიოზის გასაძლიერებლად. ნაწლავის ჯანსაღი ფლორა განსაკუთრებული ეფექტურობით ეხმარება იმუნურ სისტემას ინფექციის თავიდან აცილებაში, მათ შორის – ფილტვებისა;
  • ვაშლი: ლონდონის წმინდა გიორგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ფუნქციის გასაუმჯობესებლად და მათ გასაძლიერებლად სასარგებლოა დღეში 1-2 ვაშლის ჭამა. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაშლის მოყვარულებს მნიშვნელოვნად მეტი მოცულობის ფილტვები აქვთ. ეს ხილი შეიცავს კვარცეტინს, ფლავანოიდებს, აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, საუკეთესოდ იცავს ფილტვებს გარემოს ისეთი აგრესორებისგან, როგორებიცაა დაბინძურებული ჰაერი, ალერგენები, თამბაქოს კვამლი და ა.შ.;
  • ევკალიპტი: მის ფოთლებში არსებული აქროლადი ნაერთები იხსნება ლორწოვან გარსში, ზრდის მათ მდგრადობას საშიში ინფექციების გამომწვევების მიმართ. ნაყენის მისაღებად ნახევარ ჩაის კოვზ ევკალიპტის ხმელ ფოთლებს ჭიქა წყალი უნდა დავამატოთ.