საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის თქმა შეუძლიათ

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მათთვის, ვისაც არ სურს ისარგებლოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, დაუფაროს კომუნალური გადასახადები ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოხმარებისთვის და შეუძლია საკუთარი გადასახადების გადახდა, სპეციალური ვებპლატფორმა შეიქმნება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივი აირი და წინასწარ გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით სააბონენტო ბარათზე შეენახებათ და ისინი შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას.

გახარია: მოსახლეობის ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება

იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ, დაახლოებით 1,2 მილიონს შეადგენს. ამ მოქალაქეების კომუნალური გადასახადების დასაფარად სახელმწიფო 17 მილიონ ლარს გამოყოფს.

ვებ-პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები შეძლებენ არამარტო უარი თქვან სახელმწიფოს მიერ მათი კომუნალური გადასახადების დაფარვაზე, არამედ გამოითვლიან, რამდენი კილოვატი ელექტროენერგია და კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარეს ერთ თვეში.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც ერთ თვეში 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ამ პირთა გადასახადების სადაფარად სახელმწიფო 27 მილიონ ლარს გამოყოფს. 

უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი >>

პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება.

სს „თელასის” შემთხვევაში საუბარია 37.11 ლარზე თვეში; ხოლო, სს „ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში - მაქსიმუმ 36.4 ლარზე.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, შპს „თბილისი ენერჯის” შემთხვევაში შეღავათი შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი შეადგენს მაქსისმუმ 92.2 ლარს, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში - მასიმუმ 113.8 ლარს, ხოლო სს „საქორგგაზის” შემთხვევაში - 113.9 ლარს.

საშეღავათო პერიოდი ფიზიკურ პირებს ეხება და მოიცავს მარტს, აპრილსა და მაისს.