საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი იმყოფება. ჯამურად, პირველი დღიდან დღემდე – 59 პაციენტი. აქედან გუშინ საღამოს საიმ პაციენტის ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა და სამმა პაციენტმა დღის განმავლობაში დატოვა კლინიკა
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ მამაკაცსა და ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი, აქედან 22 -  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 281 პაციენტია.

„ქვეყანაში იყო 130 შემთხვევა და საღამოს მხოლოდ ერთი დაგვემატა, 131 დადასტურებულია. აქედან ჩვენს ცენტრს შემოემატა დღეს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ესენი არ არიან ახლები, 130 არსებული შემთხვევების ნაწილია, რომლებიც ჩვენთან მივიღეთ. ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი. ჯამურად, პირველი დღიდან აქამდე – 59 პაციენტი. აქედან გუშინ საღამოს ტესტით სამ პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და სამმა პაციენტმა დღის განმავლობაში დატოვა ცენტრი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა