ბოლნისში მცხოვრებ 19 წლის ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა

აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა, როდესაც ბოლნისში მცხოვრებ ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. პირველი ორსული მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ 19 წლის ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

ომბუდსმენი: ქვემო ქართლის მოსახლეობას დეზინფორმაციის შემცველი შეტყობინებები ეგზავნება

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი 1 აპრილიდან სრულად ჩაკეტეს. ამ დროისათვის სოფელი იზოლირებულია. რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 3 შემთხვევიდან 2 ინფიცირებული სწორედ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია.

გუბერნატორის განცხადებით, ამ დროისათვის საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული.

„19 წლის ორსული გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც (რეგიონში) უკვე დადასტურდა, პირველ ფაქტთან არიან დაკავშირებული – აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობა 11 ათასს აღწევს, კარანტინის პირობებში მათ სჭირდებათ შესაბამისი რეჟიმით მართვა, მედიკამენტებითა და პროდუქტებით მომარაგება. 

ბოლნისში ფეხმძიმე ქალს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა

„ლიბერთი ბანკის“ ორი სატრანსპორტო საშუალება უკვე გადავიდა ბლოკ-საგუშაგოზე. ერთი მიემართება ქვემო ბოლნისში, რათა შესაბამისი სტანდარტის დაცვით მოსახლეობამ მიიღოს ფულადი სახსრები. ყველა ზომა მიღებულია და ის ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქტებით. რაიმე სახის კრიზისი და დეფიციტი არ შეიქმნება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა, როდესაც ბოლნისში მცხოვრებ ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. პირველი ორსული მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მარნეული და ბოლნისი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

21 აპრილამდე საქართველოში ასევე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი.