გერმანიაში საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შედეგად 54 წლის მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შენობიდან საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ქალაქ ჰალბერშტატში მოხდა.

გერმანული მასმედიის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შედეგად 54 წლის მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ინციდენტის მიზეზს პოლიცია იძიებს. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჰალბერშტატის თავშესაფრის მაძიებელთა დასახლებაში კარანტინი 27 მარტს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.