არავითარი სიახლოვე, ანუ როდესაც დისტანცია ყველასთვის სასარგებლოა – ფოტო

Sputnik

ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ადამიანები სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, რომლებიც ერთმანეთთან დისტანციას იცავენ, რათა არ დაინფიცირდნენ.

სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში COVID-19 დაუდგინდა 130 ადამიანს, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინში იმყოფება 5550, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 281 ადამიანია.

 

1 / 15
სოციალური დისტანცია უმნიშვნელოვანესი პირობაა კორონავირუსის გავრცელებნის შესაჩერებლად
2 / 15
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის მანძილის დაცვისკენ მოგვიწოდებს
3 / 15
თუ ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდება, მასთან მყოფი ადამიანები, ვინც დისტანციას არ დაიცავენ, რისკის ზონაში აღმოჩნდებიან
4 / 15
ადამიანები ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა ადგილებში, სადაც იზოლირება შეუჩლებელია, ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრის დაშორებით უნდა იმყოფებოდნენ
5 / 15
დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობს, უნდა მონიშნულიყო დისტანციის საორიენტაციო ნიშნულები
6 / 15
კარანტინი ადამიანებს შორის კონტაქტის მინიმიზაციისათვის დაწესდა
7 / 15
თუმცა, ქვეყნების მთავრობები, სადაც კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და ახლობლებთან შეხვედრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ
8 / 15
დისტანციის დაცვით, ნაკლები შანსია დაავადების ან მისი გადაცემის
9 / 15
სოციალური დისტანცირება საიმიგრაციო ცენტრის რიგში ბანგკოკში, ტაილანდი
10 / 15
სოციალური დისტანცირების დემონსტრაცია რბილი სათამაშოების დახმარებით პარიზში, საფრანგეთი
11 / 15
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ იმოგზაურეთ, აუცილებელია ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაცია
12 / 15
ასაკოვანი ადამიანებისათვის, ასევე სუსტი იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადებების მქონეებისათვის რეკომენდებულია სახლში დარჩენა
13 / 15
მაღაზიის რიგი რომში
14 / 15
ფირით შემოსაზღვრული მაგიდები ჰონკონგის ერთ-ერთ კაფეში
15 / 15
გახსოვდეთ, დიდი სოციალური პასუხისმგებლობით თქვენ უფრთხილდებით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს!