ბიჭმა მეზობელ კორპუსში მცხოვრებ გოგონას კარანტინის დროს ასეთი პაემანი დაუნიშნა – ვიდეო

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მარტოხელა ადამიანებისთვის კი ეს განსაკუთრებით რთულია, რადგან ისინი პაემნებზე სიარულს ვერ ახერხებენ. ნახეთ, რა გამოსავალი იპოვა ჯერემი კოჰენმა.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ ერთ დღეს ჯერემიმ ფანჯრიდან მეზობელი კორპუსის სახურავზე მოცეკვავე გოგო შენიშნა. ჯერემი გოგოს აივნიდან მიესალმა. შემდეგ კი გადაწყვიტა, როგორმე მას დაკავშირებოდა და ფურცელზე თავისი ნომერი დაწერა, რომელიც დრონით გაუგზავნა. გოგონა ამ ჟესტმა ძალიან გააოცა. მალე კი ჯერემის ტელეფონში სასურველი შეტყობინებაც გამოჩნდა და მათ მომდევნო დღისთვის პაემანიც დაგეგმეს. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ჯერემიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.