საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.