ვითარება გზებზე: ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას, ხუთი გვირაბითა და 21 ხიდით, ასევე სადრენაჟე სისტემითა და მიწისქვეშა გადასასვლელებით.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik.  ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

ხაშური და ქუთაისი 2020 წელს სატრანზიტო მოძრაობისგან მთლიანად გათავისუფლდება

გზის 13–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ხაშურის ტრანზიტული მოძრაობისგან განტვირთვას. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას, ხუთი გვირაბითა და 21 ხიდით, ასევე სადრენაჟე სისტემითა და მიწისქვეშა გადასასვლელებით.

„გზის მშენებლობა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დასრულებულია აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ყველაზე რთული კონსტრუქციების მშენებლობა. ამ დროისთვის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომლის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.


ახალი გზა  საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტების შესაბამისი იქნება. მშენებლობა 2022 წლის ივნისში დასრულდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.