მთელ ქვეყანაში 31 მარტიდან კარანტინი და საკომენდანტო საათი ამოქმედდა. საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე აკრძალულია სახლის დატოვება და ქუჩაში გადაადგილება ქვეითად და ტრანსპორტით. დაკეტილია ბევრი სავაჭრო ობიექტი, მათ შორის ალკოჰოლის მაღაზიებიც. ნებადართულია მხოლოდ სასურსათო მაღაზიებისმ აფთიაქებისა და ავტოტექმომსახურეობის ობიექტების მუშაობა.
შეზღუდვების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, რადგან დაავადებულთა რიცხვიც იზრდება. საქართველოში უკვე კორონავირუსით დაიფიცირების 115 შემთხვევა დადასტურდა, 22 ადამიანი უკვე განიკურნა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიტუაცია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავბშირებით უკეთესადაა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რეალურად დაინფიცირებულთა რაოდენობა უფრო დიდია. ვინაიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა ქვეყნის შიგნით დაფიქსირდა, შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება.