ყვითელი ამბები

„მომინდა ამის დაწერა“ – ზურა ხაჩიძე კორონავირუსს გადაურჩა?

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის ათობით შემთხვევაა დაფიქსირებული, საზოგადოება ჯანმრთელობას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ნახეთ, რას აცხადებს მომღერალი, რომელიც თვითიზოლაციაშია.
Sputnik

თბილისი,  31 მარტი – Sputnik. მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იყო, ამის მიზეზი კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გახლდათ.

„ვეუბნები, გამოიძახოს სასწრაფო, ზურას მაღალი სიცხე აქვს...“ – ნინი ქარსელაძე

აღმოჩნდა, რომ მომღერალს სიცხე გაციების გამო ჰქონდა და მას კორონავირუსი არ დაუდასტურა. ინფორმაციას ხაჩიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ყველაზე მაგარი საზოგადოება ჩამოვყალიბდით ამ ხუმრობა–ხუმრობაში! მიყვარხართ ყველა, ვინც თქვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასრულებთ! მომინდა ამის დაწერა (სიცხე აღარ მაქვს დაგამშვიდებთ)“, – წერს ხაჩიძე.

რამდენიმე დღის წინ ზურა ხაჩიძის ავადმყოფობის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ისაუბრა. 

ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას მეუღლეა. წყვილი წლებია ბედნიერად გრძნობს თავს, მათ საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს.