საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 21 ადამიანი განიკურნა

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 278 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან ამ დროისთვის 21 ადამიანი განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვია – 4995, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 278 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.