მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა თანამედროვეობის უდიდესი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი

კომპოზიტორი კშიტოფ პენდერეცკი კონცერტების, ოპერების, საგუნდო, ინსტრუმენტული თუ კამერული მუსიკის ავტორი იყო.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გარდაიცვალა დიდი პოლონელი კომპოზიტორი და დირიჟორი კშიშტოფ პენდერეცკი. ის 86 წლისა იყო, იუწყება რადიო Sputnik.

„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა კშიშტოფ პენდერეცკი – ერთ-ერთი უდიდესი პოლონელი მუსიკოსი, კლასიკურ მუსიკაში მსოფლიო დონის ავტორიტეტი“, – ნათქვამია პოლონეთის კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

პენდერეცკი იყო ავტორი კონცერტების, ოპერების, საგუნდო, ინსტრუმენტული თუ კამერული მუსიკისა. მისი მუსიკა ჟღერს სხვადასხვა ცნობილ კინოფილმში – სტენლი კუბრიკის „ნათება“, ალფონსო კუარონის „კაცობრიობის პირმშო“, მარტინ სკორსეზეს „შეშლილთა კუნძული“, უილიამ ფრიდკინის „ეშმაკის განმდეველი", დევიდ ლინჩის „ტვინ პიქსი“ და სხვ.

ეპოქა დასრულდა: გია ყანჩელი გარდაიცვალა

პენდერეცკის ნაწარმოებებს ასრულებდნენ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მუსიკოსები, მათ შორის იყო მსტისლავ როსტროპოვიჩი.

პენდერეცკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის“, სიმფონია №3, „ლუკას ვნებანი“, პოლონური რეკვიემი, Anaklasis და Utrenja. პენდერეცკიმ შექმნა ოთხი ოპერა, რვა სიმფონია და სხვა საორკესტრო ნაწარმოებები, კონცერტები სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის, საგუნდო ნამუშევრები, კამერული და სოლო ინსტრუმენტული ნაწარმოებები.